Wednesday, March 8, 2017

სასწავლო პროექტი

   პროექტის სახელწოდება:- გარსევან ჭავჭავაძე- პიროვნება და სახელმწიფო მოღვაწე

პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2 წინადადებით:-გაეცნობიან XIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისის საქათველოს მდგომარეობას და მეფე ერეკლეს ორიენტაციას რუსეთის მიმართ, შეისწავლიან გარსევანის პიროვნებას,    რომელმაც, ხელი მოაწერა 1783 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებას ,,გეორგიევსკის ტრაქტატს",-გაანალიზებენ და შეაფასებენ გარსევანს ,როგორც პიროვნებას და სახელმწიფო მოღვაწეს.

პროექტის აქტუალობა:-ქართველი საზოგადოების ნაწილი გარსევანს ღალატში ადანაშაულებდა,  მაგ.ბაქარ და დავით ბატონიშვილები, ხოლო მეორენი პატრიოტად, თავისი დროის ერთერთ გამორჩეულ, თავდადებულ და განათლებულ პიროვნებად ახასიათებენ.  მაგ; პ. იოსელიანი, ი.ცინცაძე და ა.შ.

პროექტის მიზნები:--მოიძიებენ ინფორმაციას გარსევან ჭავჭავაძის პიროვნების შესახებ, ---    შეისწავლიან მის როლს ხელშეკრულების დადების პროცესში,
-- შეადარებენ წყაროებს, რომლებიც განსხვავებულ შეფასებებს გვაწვდიან გარსევანის შესახებ,
-- იმსჯელებენ იმ ფაქტებზე,რომლმაც განაპირობა  გარსევანის შესახებ  განსხვავებული ინტერპრეტაცია,
--გამოთქვავენ საკუთარ მოსაზრებებს და კრიტიკულად შეაფასებენ ისტორიულ წყაროს და მის ავტორს.
მონაწილეთა ასაკი:-15-წელი

ვადები/ხანგრძლივობა:10 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:-პრეზენტაცია, პუბლიკაცია-ინტელექტუალური რესურსი.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მიზნიდან გამომდინარე თითოეული წარმოადგენს თხრობით მოძიებულ მასალას,............(მსვლელობას ჩავწერ).

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ისტორიის მასწავლებელი-მანანა ბატიაშვილი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: batiashvilimanana@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:mananabatiashvili-ist2.blogspot.com

No comments:

Post a Comment